326
15 ნოემბერი 2022, 11:51
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რამდენი მილიონიც არ უნდა „აახიონ“ ოლიგარქ კეზერაშვილს არც მას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეშველებათ და ხელისუფლებაში ვერანაირი სცენარით ვერ დაბრუნდებიან.
„როგორც ჩანს კრიმინალი კეზერაშვილის საქართველოს ჯარისთვის მოპარული, ქართული ბიზნესისთვის ,,შეწერილი" და ევროპელი პენსიონერებისთვის ქოლცენტრებიდან ,,ახეული" ფული, ქართველების ამერიკელ სიძემდეც მიაღწია. სავარაუდოდ კურტ ვოლკერმა(ჭკუას რომ გვარიგებს ხოლმე) და მისმა ქართველმა მეუღლემ საკუთარი კავშირები კეზერას სამსახურში უნდა ჩააყენონ: ია მეურმიშვილის მეგობარი ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ,,ენჯეოშნიკები" საქმეში უკვე ჩაერთნენ, ერთი-ორ მასავით ყოფილ ჩინოსანს კურტიც შეახვედრებს კეზერას და ეგ არის, შეიქმნება ილუზია რომ ოლიგარქი დავით კეზერაშვილის უკან გავლენიანი დასავლური ძალები დგანან, თუმცა მის აღმატებულება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და უკვე დიდი ხანია ვეღარავინ ატყუებს, 2012 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი მთელ ,,ნაციონალურ მოძრაობას", მის ყველა ლიდერს, გაქცეულ და დაპატიმრებულ კრიმინალებს, მათ მხარდამჭერ (ვითომ გამიჯნულ) ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს და ,,ენჯეოშნიკებს", მათ უცხოელ ლობისტებსაც ეხებათ და ეს განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოპარული ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდაა ,,აახიოთ" ოლიგარქ კეზერაშვილს არც მას და არც თქვენ არასდროს არაფერი გეშველებათ, ხელისუფლებაში ვერანაირი სცენარით ვერასდროს დაბრუნდებით, ვერასდროს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |