314
11 ნოემბერი 2022, 17:19
დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ "ომში გამარჯვებული" დაიტოვებს ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას"- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა სანდო და სანდომიანი გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება.
„ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ "ომში გამარჯვებული" დაიტოვებს ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას".
თუმცა ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, მეტიც, შეიძლება ითქვას ფეხებზეც ჰკიდიათ. სწორედ ამიტომ, ყოფილ თანაგუნდელებზე ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა საკუთარი კანდიდატურის, სანდო და სანდომიანი გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება. ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო აწი იწყება“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |