343
11 ნოემბერი 2022, 12:50
რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის მიერ პარტიის თავმჯდომარედ კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება და მის მიერ რამდენიმე თვის წინ დაწერილ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩალაძე წერს: „ზოგს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს), ზოგი ვირეშმაკაა. ზოგიც უბრალოდ კუპონა ან რაც გინდათ ის დაუძახეთ“.
„ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?
ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ. კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“, – წერს რომან გოცირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |