227
10 ნოემბერი 2022, 19:17
იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი "რჩევა-დარიგებები" იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე ეუთო ოდირის დასკვნას.
„ჯერ კიდევ გუშინ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "გვიქადაგებდა" - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ.
მოგვიანებით, OSCE/ODIHR-მა (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი)
ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, სადაც ერთ-ერთ შეფასებაში აღნიშნულია - არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.
ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას - დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ.
თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი "რჩევა-დარიგებები" იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |