362
10 ნოემბერი 2022, 11:32
მართალია, რუბლოვნა ხოშტარიას უტიფრობას საზღვარი არა აქვს, მაგრამ მგონი ასე ჯობია: მოეწყობა „კორუფციის გამოფენა“, რომლის ორგანიზატორები არიან რუსული რუბლით დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია და მისი თანამოაზრე, 0% -იანი ხელმოცარული პოლიტიკოსები - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას სტატუსზე.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ბოლოს ერთად ორგანიზატორებიც და დამსწრე საზოგადოებაც იმღერებენ, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიმნს.
„მართალია, რუბლოვნა ხოშტარიას უტიფრობას საზღვარი არა აქვს, მაგრამ მგონი ასე ჯობია: მოეწყობა „კორუფციის გამოფენა“, რომლის ორგანიზატორები არიან რუსული რუბლით დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია და მისი თანამოაზრე, 0% -იანი ხელმოცარული პოლიტიკოსები. გამოფენის ბოლოს საზოგადოებას შევთავაზებთ უცნაურ პერფორმანს ( თუ გირჩი ჯაფარა იქნება, ხვდებით ალბათ რაც იქნება!). და ბოლოს ერთად ორგანიზატორებიც და დამსწრე საზოგადოებაც ვიმღერებთ МГИМО (Московский государственный институт международных отношений- მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტის) ჰიმნს. ჰიმნის ავტორი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სოლისტი МГИМО (Московский государственный институт международных отношений- მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტის) წარჩინებული კურსდამთავრებული ლიაკა ხოშტარია“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |