265
01 ნოემბერი 2022, 12:04
ქადაგიძის თქმით ფსევდო-ლიბერალურ პოლიტიკურ კონიუქტურში ჩაჯდომა მოხდებოდა თუ არა, საქართველოს მეორე ფრონტი რომ გაეხსნა? რა თქმა უნდა კი!
„ ეს არც ბოროტი ხუმრობაა და არც ბრიყვული წამოცდენა!
ეს არის "მედასავლეთეობას" ამოფარებული ფსევდო-ლიბერალიზმის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა შეასაღოს საზოგადოებას ის ორმაგი სტანდარტი,რასაც ჭეშმარიტების-აღქმებამდე დაყვანა ქვია!
ნუ ეს, რომ "ბაჯაღლო" ყავთ ლიბერალებს ფაქტია,თუმცა არც იმდენად მაგარია რკინის ლიგიკა მოთხოვო...
"აბა ომი გინდათო"?!... არა, რეკომენდაციების და 12 პუნქტის შესრულებაო. ჰო და ამიტომაც ვერ მიიღებს სტატუსს საქართველოო- ბრძანა "ბაჯაღლომ"...
თვალსაჩინოებისათვის:
1. საქართველოს არა 2022 წლის,არამედ 2024 წლისათვის ჰქონდა დაგეგმილი მიმართვა ევროკავშირისათვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე...
2. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინამ მიმართა ევროკავშირს, ( რაც ლოგიკურიც იყო) რომ არამხოლოდ მორალური მხარდაჭერა,არამედ სამართლებრივი საფუძველიც მიეცა უკრაინის პერსპექტივისთვის ევროპას...
3. გამომდინარე ასოცირებული ტრიოს(საქართველო,უკრაინა,მოლდოვა) არსებობიდან, ევროკავშირის არაერთმა დეპუტატმა და ქვეყნის ლიდერმაც კი გააკეთა განცხადება,რომ ცალკე უკრაინის განხილვა უსამართლობა იქნებოდა და სტატუსს იმსახურებდა სამივე ქვეყანა. სხვათა შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც გაუკეთა პედალირება პროცესს, მხარდაჭერა აღუთქვა მთავრობას მიმართვის გაკეთების შემთხვევაში და დააიმედა ქართული საზოგადოება,რაც თავიდან ძალიან "ნათელ ფერებში" ჩანდა,თუმცა...
4. განხილვის დღემდე სასწაული კამპანია იყო გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ. ხან საერთაშორისო,თუ ომის დანაშაულებებში ადანაშაულებდნენ ჩვენ ქვეყანას, ხან კიდევ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში პირდაპირ ინტერვენციას მოგვიწოდებდნენ.(ძირითადად უკრაინელი მაღალჩინოსნები და მათი ლობისტები).
5. განხილვის დღეს კი აღმოჩნდა,რომ ხან გეოპოლიტიკურად არასწორი მდებარეობა, ხან ცუდი კლიმატი და ხან კიდევ არასაკმარისი რეფორმები განსაზღვრავდა ჩვენ მისწრაფებებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, უმეტესობა რეკომენდაციების შემსრულებელ საქართველოსთან, "დსთ-ს წევრი მოლდოვა და კორუფციაში ჩაძირული უკრაინა(თუმცა სუბიექტური გადაწყვეტილება აქ უფრო სამართლიანი იყო) აღმოჩნდა რელევანტური...
6. საქართველოს წევრის სტატუსამდე, ჯერ პერპექტივა და მერე 12 რეკომენდაცია მოაყოლეს,რომელსაც არც შეფასების ინდიკატორი და არც რაიმე საზომი მოყვა,რომ რეალურად მოხდეს რეკომენდაციების შესრულებისა და შეუსრულებლობის შეფასება. ანუ პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული თორმეტივე რეკომენდაციის შესრულების ჩათვლა...
7. და ბოლო წვეთი იყო ის "აღვირახსნილი" რეზოლუციები,სადაც ხან საერთაშორისო თაღლით, კეზერაშვილის პოლიტ-დევნა შემოგვასაღეს,ხან სააკაშვილის უკანონო დაპატიმრება და მერე უაპელაციოდ გათავისუფლება მოგვთხოვეს...
ფსევდო-ლიბერალურ პოლიტიკურ კონიუქტურში ჩაჯდომა მოხდებოდა,თუ არა საქართველოს მეორე ფრონტი, რომ გაეხსნა?
რა თქმა უნდა კი!
ჰო და ახლა გამოიყვანეს "ბაჯაღლო" ლიბერალი და აზრის ფორმირების მცდელობაა,თითქოს საქართველო ომამდეც არ იმსახურებდა სტატუსს და ეს 12 პუნქტიც ვერ შეცვლის ვერაფერსო...
თუმცა, როგორც ზევით ვახსენე ეს "ბაჯაღლო" რკინის ლოგიკით, ისეთივე ფასეული პროდუქტია თავისუფალ ბაზარზე, როგორც ვადაგასული ძეხვი დახლზე და ნებისმიერი ფსევდო-ლიბერალი ქართულ საზოგადოებაში...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |