შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ მაინც გიცავდით! – ასე მიმართავს “ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია “საქართველოს” ლიდერს გიორგი გახარიას, რითაც ეხმაურება მის მიერ გუშინ, “ტვიტერში” გაკეთებულ განცხადებას.
"მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია. (წერტილი)", – წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქიაა დასამარცხებელი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |