271
27 ოქტომბერი 2022, 11:36
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
„იან კელი დიპლომატიური უნარებით რომ არ გამოირჩევა, ამაზე მისი აშშ-ის ელჩად ნამოღვაწარი მოწმობს, მისი განცხადებები - აშშ-ში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს. ნედ პრაისის უდიერი პასუხები კი - „მთავარის“ კითხვაზე, რომელიც ეჭვგარეშე წინასწარ იყო შეთანხმებული - სისტემურ უკუსვლას“, - წერს გოგა ხაინდრავა.
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტს Twitter-ზე შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა: „ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“ - სწორედ მის ამ განცხადებას პასუხობს კინორეჟისორი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |