368
25 ოქტომბერი 2022, 00:34
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ მთელი ხმით უნდა გავკიოდეთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს უნდა ვყვიროდეთ მთელი ხმით, რომ რამენაირად მივეწებოთ უკრაინულ პროცესს, რომელიც დაძრულია და დაიძრა ძალიან მძიმე ფასად, უკრაინელი ბაშვების, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლის ფასად, ამ დროს ჩვენ სამწუხაროდ, არათუ გავკივივართ და ვცდილობთ, რომ მოვხვდეთ ამ პროცესში, ყოველდღიურად ვშორდებით პროცესს და ძალიან მრცხვენია - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა ტვ „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, უკრაინელები მასთან საუბრისას აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ფასად დაუჯდათ, მათ პრორუსი ხელისუფლება მოიშორეს.
მისივე თქმით, დაიძრა რუსეთის მიერ დაწყებული მძიმე პროცესი, რომელმაც გააჩინა ერთგვარი შანსი იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს ძალიან კარგად.
„ამ შვიდი თვის განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი და ყოველდღიურად ბევრს ვხვდები, თითქმის 100% ამბობს, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს, როცა პრორუსი ხელისუფლება გყავს და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. მე მითხრეს, რომ ერთ დღესაც უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ხელისუფლება აღარ უნდოდათ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ფასად, მაიდნის ფასად დაუჯდათ, პრორუსი ხელისუფლება მოიშორეს და იციან, რომ ზუსტად იგივე გვჭირს ახლა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოძმე ერი გრძნობდეს სახელმწიფოებრივად თავისი უახლოესი მეგობრის გვერდში დგომას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დაიძრა რუსეთის მიერ დაწყებული მძიმე პროცესი, რომელმაც გააჩინა ერთგვარი შანსი იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს ძალიან კარგად. ეს პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა თებერვლის ბოლოს, მარტში, აპრილის დასაწყისში, მას მერე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უკრაინა ამ ომს არათუ არ წააგებს, არამედ აუცილებლად მოიგებს“- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |