დავით ქართველიშვილი: ნიშანდობლივია, რომ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ალიევის უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში და სამივეჯერ მისი მასპინძელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 24 ოქტომბერი 2022, 13:41

დღეს სწორედ სამხრეთ კავკასიაში ფორმირდება ძირითადი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი, რომელმაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების განვითარებას დამატებითი სტიმული უნდა შესძინოს. ამავდროულად არც ერთი დღით არ შეჩერებულა საქართველოში წითელი ხიდის შავი ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა, - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს.

ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ალიევის ვიზიტი დაკავშირებული იქნება სწორედ სამშვიდობო რეგიონული პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან.

,,აზერბაიჯანი და ირანი საკუთარ სასაზღვრო ზონაში შეუდგნენ საავტომობილო ხიდების მშენებლობას, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ბაქოსა და ნახიჩევანის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას - სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2024 წლისთვის. დღეს სწორედ სამხრეთ კავკასიაში ფორმირდება ძირითადი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი, რომელმაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების განვითარებას დამატებითი სტიმული უნდა შესძინოს. ამავდროულად არც ერთი დღით არ შეჩერებულა საქართველოში წითელი ხიდის შავი ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა...

მე არ ვიცი ზუსტად, რა კონკრეტული პროგრამით ეწვევა დღეს თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ეს მისი უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში და სამივეჯერ მისი მასპინძელი - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მყარად მოირგო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქცია და მთავარი როლი ითამაშა ქვეყნებს შორის სამხედრო ტყვეებითა და დანაღმული ტერიტორიების რუკებით გაცვლის პროცესებში.

იმედია, ამჯერად ალიევის ვიზიტი სწორედ რომ სამშვიდობო რეგიონული პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან იქნება დაკავშირებული. ხოლო რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი - ფასდაუდებელია“, - წერს ქართველიშვილი.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი