ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალური კიევის კავშირს უარყოფს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
478 20 ოქტომბერი 2022, 22:03

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალური კიევის კავშირს უარყოფს. ზელენსკის თქმით, ხიდის აფეთქებაში უკრაინა არ მონაწილეობდა.

„ჩვენ ეს არ შეგვიკვეთავს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კანადელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა და აფეთქების ორგანიზებაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი