დავით ქართველიშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე - ასე აპირებენ ომში გამარჯვებას, ასე უხდიან მადლობას საქართველოს უპრეცენდენტო ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 20 ოქტომბერი 2022, 17:42
ასე უხდიან მადლობას აქ ათი ათასობით უკრაინელ ლტოლვილებზე ჩვენს გადაყოლას. ასე სჯიან საქართველოს - მეორე ფრონტის არ გახსნისათვის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კერძოდ, უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ - უკრაინის სასანქციო სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა შეყვანის შესახებ. 

„80-იან წლებში რუსეთში ალკოჰოლი იყიდებოდა 14 საათიდან 19 საათამდე. რამდენიმე საათის წვალების შემდეგ, სუსხიან ზამთრის საღამოს, ორმა ძმაკაცმა სასწაულ რიგში მოახერხა 18 საათსა და 57 წუთზე სალაროსთან ერთი ბოთლი "სტალიჩნაიაზე" ჩეკის ამორტყმა და არყის აღება, რის შემდეგ მაღაზია დაიკეტა. გარეთ გამოსულებს, ვისაც არაყი ეჭირა, იმას ფეხი დაუსრიალდა, დავარდა და ბოთლი ნამსხვრევებად აქცია... 
...ჩამოვარდა უმძიმესი სიჩუმე, ორივე თითქოს შოკურ კომაში ჩავარდა. მერე იმან, ვინც დავარდა და ბოთლი დაამსხვრია - იმ მეორეს, უდანაშაულოს, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ალიყური გააწნა. იმ მეორის პირვანდელ შოკს, ახალი დაემატა და ძმაკაცს გამწარებული ყვირილით მიმართა: "Вася!!! Меня то за что???!!!" - რაზეც თვალებშეშლილმა ვასიამ "ლოგიკური" პასუხი გასცა: "А что делать? Что делать???". 
ასე აპირებენ ომში გამარჯვებას. ასე უხდიან მადლობას საქართველოს უპრეცენდენტო ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ასე უხდიან მადლობას აქ ათი ათასობით უკრაინელ ლტოლვილებზე ჩვენს გადაყოლას. ასე სჯიან საქართველოს - მეორე ფრონტის არ გახსნისათვის. ეს არის ჩემი ერთადერთი ასოციაცია, რომელიც თავში მომდის ვოლიდიმერ ზელენსკის მიერ, თავისი უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ - უკრაინის სასანქციო სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა შეყვანაზე“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი