გვარამიას ეს „ნააზრევი“ ყველამ უნდა წაიკითხოს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ასაკისა და გემოვნებისა. ამ ღვარძლით სავსე ტექსტში არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და აზიარებს პატიმარ ნიკა გვარამიას სტატუს და წერს, რომ ტექსტი ფაქტობრივად, აღიარებაა იმის, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გვარამიას მიაჩნია, რომ რადგან გამოძიება სწორად მიდის და დამნაშავეები ისჯებიან, ეს სისუსტეა..
,,გვარამიას ეს "ნააზრევი" ყველამ უნდა წაიკითხოს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ასაკისა და გემოვნებისა. აქ, ამ ღვარძლით სავსე ტექსტში არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას. ეს ტექსტი სავსეა წინდაუხედავი წამოცდენებით, აქ წერია, რომ თავად აუცილებლად ხელს დააფარებდნენ, იჩალიჩებდნენ, ითაღლითებდნენ და სიმართლეს თვალს არ გაუსწორებდნენ. გვარამიას მიაჩნია, რომ რადგან გამოძიება სწორად მიდის და დამნაშავეები ისჯებიან, ეს კანონზომიერება სისუსტეა, დაცემაა. არადა ამ დროს პირიქით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. აი ამ ღვარძლით სავსე პოსტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა რეჟიმი მოვიცილეთ თავიდან!” - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |