ზაალ ანჯაფარიძე ერიკ ნილს კროსზე: ასე ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 15 ოქტომბერი 2022, 11:35

„მთავარმა არხმა“ ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში, დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს, ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო... სინამდვილეში, ეს კაცი არის „ნაცების“ მიერ დაქირავებული PR კონსულტანტი აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, ასე ცდილობენ, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს, დასავლეთის პოზიციაა.

„დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება. მთავარმა არხმა ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში. დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს, ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო... სინამდვილეში, ეს კაცი არის „ნაცების“ მიერ დაქირავებული PR კონსულტანტი, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ფლობს უსაფრთხოების კომპანიას TRUSTCORP Ltd.

ასე ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს, დასავლეთის პოზიციაა...

პრინციპში, უკვე მრავალნაცადი და მრავალფიასკო განცდილი ხრიკია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი