სტატიები
პოლიტიკური ფიგარო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
690 08 ოქტომბერი 2022, 11:12

ქეთი ხატიაშვილი

ომი, რომელიც ვერტიკალის კორიდორებში დაიწყო და ოპოზიციურ კულისებში გრძელდება. არადა ამ დაპირისპირებამნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ უკვე მიიყვანა პოლიტიკურ კატასტროფამდე - მათ 2012 წელს არჩევნები წააგეს. ახლა ისინი რისკავენ, ისიც კი დაკარგონ, რაც გადაარჩინეს. მაგალითად, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი.

როგორც ჩანს, ეს არის ბრძოლა ბოლო ნაციონალამდე. დღეის მდგომარეობით სიტუაციური მოკავშირეები არიან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. სხვათა შორის, 2008 წლის შემდეგ, როცა ბევრი კეზერას თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენებას ითხოვდა, ვანო მას იცავდა. თუმცა ისინი მეგობრები არასოდეს ყოფილან, უბრალოდ საერთო ინტერესები უფრო ჰქონდათ

ადრე თუ ასეთი ინტერესის საგანი ძმები ახალაიები იყვნენ, ახლა მას ნიკა მელიაც დაემატა. მართალია, ძმები უკვე აღარსად ჩანან, მაგრამ მათი გუნდის ყოფილი წევრები დღეს სწორედ მელიას მხარეს განლაგდნენ

ერთ დროს ვერტიკალზე დაწყებული ომი ახალი ძალით განახლდა

ბოკერია, როგორც ყველაზე სუსტი რგოლი, ბრძოლის პირველივე რაუნდში გაანადგურეს. ახლა ვანო ცდილობს პარტიაში ძველი დიდებისა და გავლენის აღდგენას. ბოლოს და ბოლოს, ის მიიჩნევს, რომენმ“ მისი, პირველ რიგში, სწორედ მისი დიდი ძალისხმევით შეიქმნა

და ის ყოველთვის მიშას ერთგული იყო. ციხეშიც კი. ამის შესახებ თავად მიშასაც არაერთხელ უთქვამს. რაც შეეხება კეზერაშვილს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილი თითქმის ყველა ბიზნესმენს შეხვდა. როგორც ჩანს, მათ შორის დავით კეზერაშვილიც იყო. სიტუაციური მოკავშირეობაც, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გააფორმეს

ეს არის მომენტი, როცა პარტიაში ნიკა მელია სერიოზულ გაფართხალებას ცდილობს. მას უკვე თავბრუ ესხმის პოპულარობისგან. მის დაკავებას ხომქართული ოცნების“ ყველაზე რეიტინგული ფიგურა პრემიერი გახარია გადაჰყვა, დაკავების შემდეგ კი მისი სახელი და გვარი გაიგეს როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში. მართალია, კიევში დიდად ვერ დაიმახსოვრეს, მაგრამ ეს მელიასთვის გადამწყვეტი არც ყოფილა

მოკლედ, თავი ზევსად თუ არა, აქილევსად ნამდვილად წარმოიდგინა და მოეჩვენა, რომ ქუსლში მახვილის ჩარტყმას მერაბიშვილი უპირებდა. ამიტომაც ჯერ 2020 წლის არჩევნების წინ გაასკანდალა, - ვანოს საარჩევნო სიაში უნდა ჩაჯდომა და თუ ის იქ აღმოჩნდება, მე პარტიას დავტოვებო. მოგვიანებით კი, უკვე საარჩევნო მარათონის დროს, ბატონმა ნიკამ ბატონი ივანე პარტიის ოფისშიც კი არ შეუშვა. ისიც იძულებული გახდა, შტაბის წევრებისთვის მიტანილი ხაჭაპურები და ლობიანები საახალწლო თოვლის ბაბუასავით კარებთან დაეტოვებინა

არადა იყო დრო, მერაბიშვილი ამ პარტიისა და ამ ოფისის მამასახლისი იყო. ახლა კი კარიც არ გაუღეს

არა მგონია, დაბოღმილიყო. მელიას ფრთების გაშლაც აცადა და საკუთარი ამბიციებით თრობაც, თუმცა, როგორც კი კულისებში პოზიციები გაიმაგრა, მაშინვე დაარტყა.

 რა თქმა უნდა, პირადად არა. საქმეში ციფრები ჩარია. იოსებ თოფურიძემ, რომელიც პარტიის ვერტიკალზე ყოფნის დროს ვანოს მარჯვენა ხელი იყო, დააკონკრეტა, რა დაუჯდანაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა თბილისსა თუ საზღვარგარეთ

შთამბეჭდავი ციფრებია...

ჰოდა, ახლა ყველას, ვინც პოლიტიკაში მიშას მისტირის, აინტერესებს, რა ძალები, ენერგია და რაც მთავარია, სახსრები დახარჯა ნიკანორ მელიამ მიშას დახსნისთვის. ასკვნიან, რომ არაფერი. ამბობენ, რომ ბიჭი კომფორტულად მოეწყო - პარტიაში მიშას მხარდამჭერებსა და გავლენებზე დგას და კეზერაშვილის ფულებითგულაობს“. ასეთი ნირვანა ქართულ პოლიტიკაში ჯერ არავის მოუწყვია

 მიშას პოლიტიკური და კეზერას ფინანსური ძალები სწორედ მასზე მუშაობდნენ.

 მაგრამ მელიასგან პოლიტიკური ფიგარო არ გამოვიდა. ეს პიერი იყო გენია, ნიკანორი მხოლოდ მასხარაა.

 ჰოდა, ეს მის როლსა და პოლიტიკაზე მისსავე წარმოდგენებს ეტყობა.

 თუმცა, ახალაიას ყოფილ გუნდს მელია ბრძოლის იარაღად სჭირდება. ფიქრობენ, რომ მისი გაძლიერებით ისინი პარტიაში მერაბიშვილისა და კეზერაშვილის გავლენებს შეაკავებენ. ამიტომაც არიან ნიკარონი და აკიკო სიტუაციური მოკავშირეები.

 მოკლედ, ომი, რომელიც პარტიაში ჯერ კიდევ ვერტიკალზე დაიწყო, ოპოზიციაში გრძელდება. ამ ბრძოლაში პირველად არ მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილი. ოფიციალურად ასეა

 გამოცხადებული ომის ქრონიკაში პოლიტიკური მკვლელობა უკვე დაანონსებულია. ბრძოლა ბოლო ნაციონალამდე მიდის

  

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი