341
07 ოქტომბერი 2022, 18:44
ყველა ფაქტი, ყველა ქმედება, ყველანაირი თანმიმდევრობა იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებლად მოიგებს მომდევნო პროცესს და აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილსა და „Credit Suisse”-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„ვეთანხმები ზაზას და საკმაოდ სწორი მიგნებები აქვს და ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ სასამართლო პროცესსაც მოიგებს. ყველა ფაქტი, ყველა ქმედება, ყველანაირი თანმიმდევრობა იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებლად მოიგებს მომდევნო პროცესს და აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს. გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან მინდა ივანიშვილის გამარჯვება, ამავე დროს მინდა, რომ ყველაზე გამართულ და სამართლიან სახელმწიფოზე მხოლოდ ილუზიები არ შემრჩეს და მთელი ცხოვრება, რომ შვეიცარიასავით გამართული ქვეყანა რომ მინდოდა მქონოდა, ეს ,,მინდოდა" არ მინდა რომ გამიქრეს და რეალურად დარჩეს ყველასთვის შვეიცარია და მისი საბანკო სექტორი სიმართლისა და ობიექტურობის მაგალითად და მჯერა, რომ ასეც იქნება დამნაშავე ბანკი, თავისი ქმედებისთვის აგებს პასუხს და ,,კლიენტი ყოველთვის მართალია" ეს მხოლოდ და მხოლოდ ციტატა და რიტორიკა კი არ იყოს, არამედ, რეალური და სამართლიანი - მიდგომა!!! ველოდებით სასამართლო პროცესსა და სიმართლის დოკუმენტურად დადასტურებას“- წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |