ნინო ფოჩხუა Credit Suisse-ზე: ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 05 ოქტომბერი 2022, 14:14

უძნელეს ბრძოლას იგებს, თან მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია? საგულისხმოა ისიც, რომ ბანკმა ივანიშვილს პირველი დარტყმა 2008-2010 წლებში მიაყენა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე თანამშრომელი გამოეაშკარავებინა, პირიქით, წაახალისა და წინსწრებით პროკურატურას მიმართა. ამის შემდეგ რაც მოხდა, აღარ გავაგრძელებ, მთელი დანაშაული პირადმა ბანკირმა აიღო თავის თავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით (არ მჯერა) დაასრულა - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს.

„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ! მართალია, 2023 წლამდე გადაწყვეტილება ხელმიუწვდომელია, მაგრამ მე მჯერა რომ საბოლოო გამარჯვება გარდაუვალია! ასეა როცა მართალი ხარ!
უძნელესი ბრძოლას იგებს, თან მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია?

საგულისხმოა ისიც, რომ ბანკმა ივანიშვილს პირველი დარტყმა 2008-2010 წლებში მიაყენა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე თანამშრომელი გამოეაშკარავებინა, პირიქით, წაახალისა და წინსწრებით პროკურატურას მიმართა. ამის შემდეგ რაც მოხდა, აღარ გავაგრძელებ, მთელი დანაშაული პირადმა ბანკირმა აიღო თავის თავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით (არ მჯერა) დაასრულა.

ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ბანკის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელმა ბოლო პროცესზე კორექტული პოზიცია დაიკავა და პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაზე, საქართველოში ჩამოსვლასა და ივანიშვილთან პირად შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა, რაც რამდენიმე დღეში შეცვალა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შეგნებულად ხდება კერძოდ ბანკის და ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. აბა რას დავაბრალოთ ის, რომ ივანიშვილის ქეისი 300-ჯერ გაჟღერდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორიცაა ბლუმბერგი, როიტერი და ა.შ. შვეიცარიული პრესა კი დუმს.

მე კითხვები აღარ მრჩება, ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ! ივანიშვილს ნაწილი თანხა ჩაერიცხა, მაგრამ არა მარტის თვიდან, "აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენების" გამო გაჩერებული თანხები, ამით კი ყველაფერი ნათელია.

ჩვენი „კრიტიკული“ მედია კი სდუმს, სდუმს იმიტომ რომ ხვდებიან ივანიშვილის ოლიგარქად წარმოჩენა ხუხულასავით ენგრევათ.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი