ფართო საზოგადოებრივი ინტერესის საგანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც წარმოადგენს ის სასამართლო დავა, რაც წარმოებს სინგაპურის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების არამართლზომიერი გამოყენების თაობაზე „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის მიერ. ცალსახაა, რომ ამ უკანასკნელმა პირდაპირი ფინანსური და რეპუტაციული ზარალი მიაყენა თავის ერთერთ უმსხვილეს კლიენტს და შესაბამისი ზარალის საკომპენსაციოდ, როგორც წესი და რიგია, მას უნდა აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალი - ასე ეხმიანება ეკონომისტი სოსო არჩვაძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.
როგორც არჩვაძე წერს, ხსენებული ბანკის მდგომარეობას, რეპუტაციას ამძიმებს ის გარემოება, რომ ბანკის მიერ თავისი კლიენტისათვის მასშტაბური დარტყმის მიყენება მოხდა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში, თუმცა შემდგომ პერიოდში მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორება, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა და პერსონალურად დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარება, რაც ამ ბანკისადმი ნდობის მხრივ სერიოზული თვითდაზიანების ნიშანია.
„ფართო საზოგადოებრივი ინტერესის საგანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც წარმოადგენს ის სასამართლო დავა, რაც წარმოებს სინგაპურის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების არამართლზომიერი გამოყენების თაობაზე „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის მიერ. ცალსახაა, რომ ამ უკანასკნელმა პირდაპირი ფინანსური და რეპუტაციული ზარალი მიაყენა თავის ერთერთ უმსხვილეს კლიენტს და შესაბამისი ზარალის საკომპენსაციოდ, როგორც წესი და რიგია, მას უნდა აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალი. ხსენებული ბანკის მდგომარეობას, რეპუტაციას ამძიმებს ის გარემოება, რომ ბანკის მიერ თავისი კლიენტისათვის მასშტაბური დარტყმის მიყენება მოხდა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში, თუმცა შემდგომ პერიოდში მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორება, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა და პერსონალურად დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარება, რაც ამ ბანკისადმი ნდობის მხრივ სერიოზული თვითდაზიანების ნიშანია. ცნობილია, რომ საბანკო სექტორისა და მისი ცალკეული ერთეულებისადმი კლიენტთა ნდობას განსაზღვრავს არა მარტო საკუთარი და მოზიდული აქტივების სიდიდე, არამედ რეპუტაცია, რომელიც კეისრის სიტყვებს რომ დავესეხოთ, „ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს“. სამწუხაროდ, კლიენტებისადმი უსამართლო დამოკიდებულება ეტყობა „კრედიტ სუისს“-ისათვის სისტემურ პრობლემას, ამორჩეულ „ხელწერას“ წარმოადგენს, რამაც განსაზღვრა მის წინააღმდეგ სასამართლოში კლიენტის მიერ სარჩელის შეტანა. ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლადდანიშნული იურიდიული სამსახურის უფროსი აგრძელებს აპრიორი უსამართლო, იურიდიული თვალსაზრისით აშკარად წამგებიან სვლას კლიენტისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის საკითხში, სულ უფრო ზრდის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბანკის, ზოგადად საბანკო სისტემისათვის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი არა პროფესიული არაშორსმჭვრეტელობა და სიჯიუტეა, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია. თუმცა, წმინდა კომერციული, საქმიანი რეპუტაციისა და აქტივების პოლიტიკის მძევლად ყოფნა არა მარტო აზიანებს სამართლებრივი რეგულირების წესებისადმი ასე მგრძნობიარე საბანკო სექტორს, არამედ იმ პოლიტიკურ ძალის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ცდილობენ აკრძალული ეკონომიკური ქმედების სასურველ პოლიტიკურ მიზნებში კონვერტაციას. ჭეშმარიტება, სიმართლე იმდენად თვალსაჩინოა, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს მოუწევს თავისი შეცდომის (რბილად) რომ ვთქვათ აღიარება და მომჩივანი მხარის პრეტენზიების სრულად დაკმაყოფილება.“ - წერს არჩვაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |