დავით ქართველიშვილი: მედიამავნებლობისა და ფეიკინდუსტრიის ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს. სიმართლე არ შეიძლება ტაბუდადებულ „პროდუქციად“ იქცეს, ვინაიდან ხალხის ძალა სწორედ მასზეა დაფუძნებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 05 ოქტომბერი 2022, 13:18

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის“ გაფართოების გუშინდელ ღონისძიებებზე, ყურადღება გავამახვილე სწორედ იმაზე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში საზოგადოებისადმი სიმართლის მიწოდების საინფორმაციო ველი „დანაღმული“ იყო დესტრუქციული ძალების მიერ - ფეიკებით, დეზინფორმაციით, სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებით, „უკეთეს“ შემთხვევაში კი - ინფორმაციის დამალვით და მისი გავრცელების უგულებელყოფით. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - სწორედ ამ მანკიერი მონოპოლიის მოსპობა იქნება - წერს მოძრაობა "ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი წერს, სასამართლო პროცესები - რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პირნათლად იგებს - ფართოდ შუქდება საერთაშორისო პრესით: 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა, მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“.

„საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა"-ს გაფართოების გუშინდელ ღონისძიებებზე, ყურადღება გავამახვილე სწორედ იმაზე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში საზოგადოებისადმი სიმართლის მიწოდების საინფორმაციო ველი "დანაღმული" იყო დესტრუქციული ძალების მიერ - ფეიკებით, დეზინფორმაციით, სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებით, "უკეთეს" შემთხვევაში კი - ინფორმაციის დამალვით და მისი გავრცელების უგულებელყოფით. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - სწორედ ამ მანკიერი მონოპოლიის მოსპობა იქნება.

მსგავსი მიდგომა, ქვეყნის მავნებელთა მედია-რუპორების მხრიდან, თვეებია ვითარდება ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიის ბანკ „კრედიტ-სუისს“ შორის მიმდინარე საერთაშორისო სასამართლოების (ბერმუდებსა და სინგაპურში) გაშუქების სრული იგნორირების სახით. სასამართლო პროცესები - რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პირნათლად იგებს - ფართოდ შუქდება საერთაშორისო პრესით: 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა, მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“.

შუქდება ყველგან, საქართველოს რადიკალური სიცრუის მედიასაშუალებებისა და იმავე შვეიცარიული პრესის გარდა, რაც ამ უპრეცედენტო დავის ირგვლივ კიდევ უფრო დიდ სარეპუტაციო ზიანს უყენებს ზოგადად - სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპულ ფასეულობებს და კერძოდ - შვეიცარიის საბანკო სისტემას. საუბარია სისტემაზე - რომლის ერთ-ერთი ცალკე აღებული ბანკი ჯერ კიდევ 2008-2010 წ.წ. პარავდა ბიძინა ივანიშვილს მის კუთვნილ თანხებს, მერე 2015 წლამდე საგულდაგულოდ მალავდა ამ ფაქტებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას ქურდის შესახებ, მიუხედავად იმისა, სასათბურე და წამახალისებელ პირობებში ამყოფებდა მას, ხოლო როდესაც საქმე "გასკდა" - სიმბოლური მსჯავრის შეფარდების შემოიფარგლა მის მიმართ, მალევე ციხიდან გამოუშვა იგი, რის შემდეგ, "გაურკვეველ" ვითარებაში მან თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველივე ეს ხდება ევროპის შუაგულში, თუმცა - ამ ამბის სამართლიანი გაშუქება, შესაძლოა ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა, რეალობის თავის ავადმყოფურ და გაუკუღმართებულ აღქმებში, „ანტიდასავრულ“ კამპანიად შერაცხონ და პუტინის "წისქვილები" შეგვახსენონ. მედიამავნებლობისა და ფეიკინდუსტრიის ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს სწორედ ამ მავნებლებთან ერთად. საქართველოში, სიმართლე - არ შეიძლება ტაბუდადებულ "პროდუქციად" იქცეს, ვინაიდან ხალხის ძალა, სწორედ მასზეა დაფუძნებული.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
მაღრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი