გია გაბრიჭიძე MKD-ის განცხადებაზე: სწორედაც რომ ე.წ. კრიტიკული მედიის დუმილი ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმატებით წარმართულ პროცესს მიეწერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 05 ოქტომბერი 2022, 12:15

ჩემთვის, როგორც არა ეკონომისტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ე.წ. დასავლური დემოკრატიისა და ბიზნესის დაცვის მიმართულებით ის ყაჩაღური მიდგომა, რაც ფაქტობრივად ამხელდა იმ დამოკიდებულებებს, რომლებიც მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ბიზნესმენის შანტაჟის მიზნით გამოიყენებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიულ მედიაში არსებული ცენზურის გაშიშვლება,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

„რამდენჯერმე დავწერე ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ კომპანია „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე დავაზე, რომელიც საკმაოდ კოლოსალურ თანხას 1.2 მილიარდ დოლარს ეხებოდა.
ჩემთვის, როგორც არა ეკონომისტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ე.წ. დასავლური დემოკრატიისა და ბიზნესის დაცვის მიმართულებით ის ყაჩაღური მიდგომა, რაც ფაქტობრივად ამხელდა იმ დამოკიდებულებებს, რომლებიც მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ბიზნესმენის შანტაჟის მიზნით გამოიყენებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიულ მედიაში არსებული ცენზურის გაშიშვლება.
რაც შეეხება ე.წ. ქართულ კრიტიკულ მედიას, მათი დამოკიდებულება ზოგადად სიმართლისა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისედაც ცნობილი იყო. ამიტომ დიდად არ გავოცებულვარ და თუ რაიმე გამიკვირდა, ეს იყო ამ ჟჟჟუუურრრრნალისტების თავხედობა და სიცრუის უსაზღვროება.
დღეს გამოქვეყნდა ბატონი ვიქტორ ყიფიანის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზი, რომელშიც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილე: - სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას - ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება.
დიახ, სწორედაც რომ ე.წ. კრიტიკული მედიის დუმილი ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმატებით წარმართულ პროცესს მიეწერება.
კი ბატონო, იყვნენ მდუმარე ცხვრების პოზაში და დაელოდონ როდის გადაუჭერს სახრეს თავიანთი მწყემსი რათა შემდეგ ორკესტრირებულად დაიწყონ ახალი სიცრუის გავრცელება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი