თომას ბახის განცხადებით, რუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს განუდგნენ, საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად უნდა დაიშვან ნეიტრალური სტატუსით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
532 02 ოქტომბერი 2022, 18:50

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წარმომადგენლების დაბრუნების წინადადებით გამოდის, მაგრამ  ერთი მნიშვნელოვანი პირობით.

თომას ბახის განცხადებით, რუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს განუდგნენ, საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად უნდა დაიშვან ნეიტრალური სტატუსით.

"ომი რუსს სპორტსმენებს არ დაუწყიათ. ისინი, ვინც ხელისუფლებისგან დისტანცირდა, ნეიტრალური დროშით გამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ჩვენი მიზანია შეჯიბრებებზე დავაბრუნოთ სპორტსმენები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ომს, მაგრამ ეს არ არის იოლი, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი, - სპორტი სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური შურისძიების იარაღი. ეს არის კონფლიქტებით სავსე სამყარო, სპორტში განხეთქილება იგრძნობა. ოლიმპიური მოძრაობა ხელს უწყობს მშვიდობას, ამასთან, რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური. ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, ეს ყოველივე როგორ გავაკეთოთ. თამაშების ორგანიზება ადამიანების გაერთიანებას ემსახურება, განსაკუთრებით - რთულ დროს."

თომას ბახის განცხადებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა რუსულ სპორტულ საზოგადოებაში. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სტანისლავ პოზდნიაკოვის თქმით, თომას ბახის განცხადება არის რუსეთის და ოლიმპიური ქარტიის კანონების დარღვევისკენ ხელშეწყობა. მისი თქმით, რუსს სპორტსმენებს სთავაზობენ ეროვნული კუთვნილება და სამოქალაქო პოზიცია გაცვალონ დამამცირებელ ნეიტრალურ სტატუსზე.

თებერვლის ბოლოს, IOC-მა რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი ათლეტები.

გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება.

http://geonoc.org.ge/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი