ანდრია გვიდიანი - 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ყველაზე დიდი ბოროტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 01 ოქტომბერი 2022, 14:25
2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და ვერანაირი დიქტატურა ვერ გადაწონის ხალხის ძალას. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და პირველი ოქტომბერი ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება თანამედროვე ნაციმზე გამარჯვების თარიღად - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. 

 „ დღეს პირველი ოქტომბერია. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო თარიღი. 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ყველაზე დიდი ბოროტება. ამ კაცმა ყველაფერი გვერდზე გადადო, მეორე პლანზე გადაწია საკუთარი ოჯახის ინტერესები და დაუპირისპირდა ყველაზე სასტიკ სისტემას. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და ვერანაირი დიქტატურა ვერ გადაწონის ხალხის ძალას. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და პირველი ოქტომბერი ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება თანამედროვე ნაციმზე გამარჯვების თარიღად. ამ წლებში ქართულ ოცნებას სირთულეებთან ერთად, უამრავი წარმატება ჰქონდა. სწორედ ამ წარმატებების და სწორი პოლიტიკის შედეგია ყველა მოგებული არჩევნები და ხალხის არაერთხელ დადასტურებული ნდობა. ქართული ოცნების დღევანდელი მენეჯმენტი იდეალურად უძღვება ყველა გამოწვევას და ფაქტია, დღევანდელ რეალობაში ეს პარტია უალტერნატივო ძალად ჩამოყალიბდა. წინ კიდევ ბევრი საპასუხისმგებლო წლებია. წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ ქართული ოცნების გუნდს, ბევრი გამარჯვებები წინ არის!“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი