ნინო ფოჩხუა თეთრი სახლის განცხადებაზე: იგივე განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა და შარლ მიშელმა. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყარო ერთ მხარეს დგას და ამ დროს ჩვენი "მედასავლეთეები" ატარებენ აქციებს, მოგვიწოდებენ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს დაუკეტოთ საზღვრები
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს - იგივე განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა და შარლ მიშელმა. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყარო ერთ მხარეს დგას და ამ დროს ჩვენი „მედასავლეთეები“ ატარებენ აქციებს, მოგვიწოდებენ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს დაუკეტოთ საზღვრები და იმას რა ვუყოთ, იმ უკან გაბრუნებულ ხალხს, უკრაინაში როცა გაყრიან და ახალ სისხლის გუბეებს დააყენებს? - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
„თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ - იგივე განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა და შარლ მიშელმა. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყარო ერთ მხარეს დგას და ამ დროს ჩვენი "მედასავლეთეები" ატარებენ აქციებს, მოგვიწოდებენ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს დაუკეტოთ საზღვრები და იმას რა ვუყოთ, იმ უკან გაბრუნებულ ხალხს, უკრაინაში როცა გაყრიან და ახალ სისხლის გუბეებს დააყენებს?
და კიდევ, ჭიჭე ვაშაძეს არავინ ეკითხება ჩვენი საზღვრების დაცვას, მთავრობა ამას შესანიშნავად ართმევს თავს, შესაბამისი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და მშვიდობას, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს.
მე კითხვები აღარ მაქვს, ვინ ვის საქმეს აკეთებს, ვინ არის პრორუსი და ვინ არის ხელისშემწყობი რუსული აგრესიის“, - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |