193
23 სექტემბერი 2022, 00:12
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს.
„რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც რუსეთიდან ისმის, ისინი გავლენას არ ახდენენ [ჩვენს] ვალდებულებაზე, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს მხარდაჭერით, რომელიც მას თავისი ქვეყნის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |