სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან - ვიღაცას აქვს განცდა, რომ თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის მინისტრი, ხელით გაიწიოს, მაგრამ იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ და არ გავიწევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
516 22 სექტემბერი 2022, 22:14
სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება, ამაზე შორს არ წავალ, იმიტმომ, რომ ქართული სპორტის იმიჯი არ მინდა, დავანგრიო - სპორტის სამინისტრო ისე როგორც კულტურის სამინისტო, არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც „მოიტა ფული და არაფერი არ მკითხო“ და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო ,- ასე უპასუხა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას დეპუტატ ხათუნა სამნიძის კითხვას, დაესახელებინა, რომელ ფედერაციებთან ჰქონდა მას „ომი“.

მინისტრმა არ დააკონკრეტა ის სპორტული ფედერაციები, რომლებთანაც მას პიროვნული პრობლემები ექმნება და აღნიშნა, რომ ამ თემას საჯიჯგნად და პოლიტიკური სპეკულაციების საგნად ვერ გახდის.

თუმცა მინისტრი ამბობს, რომ სპორტში ძალადობა სერიოზული პრობლემაა.

„მოკლედ, დღე ერთია და 5-ჯერ გელანდებათ ომი. არ იქნება ომი და არ მქონია მე არავისთან ომი. მე არ ვარ ახლა მზად და არავითარი სურვილი არ მაქვს თქვენ დაგისახელოთ ფედერაციები, იმიტომ, რომ რომ, რაც არ უნდა მე ზოგიერთ მათგანთან სერიოზული კითხვის ნიშნები მქონდეს, ეს ის ფედერაციებია, რომლებიც ჩვენი სამინისტროს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია და ახლა ვერ მოგიგდებთ თქვენ მათ საჯიჯგნად. მაპატიეთ ასეთი ხისტი გამოთქმისთვის.

მე რა ურთიერთობა მაქვს ფედერაციებთან ეს ჩემი ურთიერთობებია. იქ არის პიროვნული თემებიც, კი. სამინისტროს ვხელმძღვანელობ მე და ხშირად სპორტში ასე ხდება, სამწუხაროდ, რომ ინსტიტუციები არ ესმით და პიროვნულია ბევრი რამე. მე ოფიციალურად გეუბნებით, რომ მშვიდობიანად გადაიარა 54-დან 44-მა გაითავისა და 24-მა ჩაატარა არჩევნები.

თქვენ რომ ახლა იყოთ ცოტა სხვა ნოტაზე და მეც რომ ვიყო თქვენთან სხვა ნოტაზე, ძალიან ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, მათ შორის, როგორ ურთიერთობენ სპორტული ფედერაციები ქალ მინისტრთან, მაგრამ რომ არ მაქვს იმედი, რომ ჩემს უფლებებს დაიცავთ, ამიტომ არ მინდა თქვენთან ამ თემებზე საუბარი. პრობლემაა და ზოგჯერ ძალიან დიდი და ეს იცის აქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, ვინც სპორტს იცნობს კარგად. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ქალ სპორტის მინისტრს მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება, ამაზე შორს არ წავალ, იმიტმომ რომ ქართული სპორტის იმიჯი არ მინდა დავანგრიო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს სულ ერთეული ფედერაციებია, სავარაუდოდ ორი თუ სამი, შეიძლება ოთხიც და 93-ში 4 არ არის დიდი პრობლემა. მოვუვლით ჩვენ თვითონ ამ ურთიერთობებს. თუმცა ქალთა უფლებების კურსის წაკითხვისთვის, ალბათ, დარჩენილი 2 წელი არ მეყოფა. ზოგადად ძალადობა სპორტში არის სერიოზული პრობლემა და ამაზე სამუშაოა. ეშხში შევედი, ხომ ხედავთ, ოღონდ ვცდილობ ბევრი რამ არ წამომცდეს - იმაზეც სამუშაოა, რომ ძალადობა სპორტში ბარის პრობლემა და მათ შორის არის პრობლემა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო ისე როგორც კულტურის სამინისტო, არ იყოს მიჩნეული როგორც „მოიტა ფული და არაფერი არ მკითხო“. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება ეს ფული როგორც უნდა ისე გამოიყენოს და თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიოს და ა.შ. მაგრამ იქ ვდგავარ სადაც ვდგავარ, ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც მაქვს და არ გავიწევი! არ მაქვს კუნთები, მაგრამ სხვა რამეები არ მაკლია!“- განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი