კორონავირუსის საფრთხის გამო 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა მხოლოდ გუშინ 139 მილიარდი დოლარი დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
919 25 თებერვალი 2020, 09:59
24 თებერვალს მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მიზეზად გამოცემა კორონავირუსის საფრთხეს ასახელებს. 

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი ფრანგული კომპანია „ლუი ვიტონ მოეტ ჰენესის“ დირექტორმა, ბერნარ არნომ და „ამაზონის“ ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა განიცადეს. თითოეულმა მათგანმა 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ესპანური სავაჭრო ქსელის, „ზარას“ მფლობელმა, ამანსიო ორტეგამ ერთ დღეში ოთხი მილიარდი დოლარით იზარალა, „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კი, 3.48 მილიარდი დოლარით.

წამყვანი ამერიკული საფონდო ინდექსები 24 თებერვლის ვაჭრობის დასასრულს, სამი პროცენტით შემცირდა. ამერიკულ სამრეწველო ინდექს „დოუ ჯონსს“ 3.56-პროცენტიანი კლება ჰქონდა, „ეს ენდ პი 500“-ს 3.35-პროცენტიანი, მაღალტექნოლოგიურ სააქციო ბირჟა „ნასდაქს“ კი – 3.71-პროცენტიანი.




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი