განცხადებით, უკრაინის არმიის ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.
„უკრაინის არმიამ უკვე 80კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის „ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა შეუძლებელი გახდება.
ამავე დროს რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას რიგში. ამ მანქანებით ჯარისკაცები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები გარბიან აგრესორ სახელმწიფოში. რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.
ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |