მიხეილ სააკაშვილი - ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 10 სექტემბერი 2022, 20:34

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ.

„ერთ-ერთი შემდეგი სამიზნე არის მოლდოვა, დნეპრისპირეთის სეპარატისტული ანკლავი. იქ განლაგებული მეოთხე რუსული არმია კარგა ხანია ვეღარ მარაგდება რუსეთიდან. მისი ჯარისკაცები გარდაუვალი შეტევის შიშით მასობრივად უარს ამბობენ კონტრაქტის გაგრძელებაზე. დნეპრისპირეთის აღება უკრაინული არმიისთვის 2-3დღის ამბავია და ეს აღადგენს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის პრეცედენტს საქართველოსთვისაც. დნეპრისპირეთის ოპერაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე განხორციელდება“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, უკრაინული ჯარი უკვე შევიდა ხარკოვის სტრატეგიულ ქალაქ კუპიანსკში.

„კუპიანსკის შემდეგ მიზანი უკვე იზიუმის გათავისუფლებაა, რაც რუსეთისთვის მეორე უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაკარგვას ნიშნავს. რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ.

ჩვენ რეალთაიმში ვუყურებთ დომინოს პრონციპით რუსეთის მიერ ოკუპირებული მნიშვნელოვანი პუნქტების ერთი მეორეს შემდეგ დაცემას და აქ ბალაკლეია მხოლოდ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი