319
09 სექტემბერი 2022, 12:28
,,ჩემი აზრით, აქციების დროს ორი პრობლემა იყო - ერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რაზეც საჯაროდ ისაუბრეს მერე ორგანიზატოტრებმა, რომ რაღაცეებზე ვერ შეთანხმდნენ, მათ შორის, ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როგორც სჩვევია ხოლმე ამ ქვეყანაში ეგეთი ტიპის პროცესებს, ვერ შეთანხმდნენ. მათ შორის, რაღაცეებზე, რაზეც შეთანხმდნენ, მეც კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ ქონდათ ლიდერშიფი აღებული ამ პროცესზე და წაიყვანეს, როგორც წაიყვანეს. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი პოლიტიკოსებსაც ეხება და იმ ხალხსაც, ვინც ჩართული იყო ლიდერშიფში. არავის არ ქონდა წარმოდგენა ამდენი ხალხი, ვინც გამოვიდა ქუჩაში, ეს ხალხი სინამდვილეში რისთვის იყო მზად’’ - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ეთერში “გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ გააცხადა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, იგი დაკავებულია ხალხის ორგანიზებით ტელეგრამ არხზე, რომლებიც მზად არიან ქუჩაში დაუმორჩილებლობაზე და საბოტაჟზე. მან, ასევე, ისაუბრა მიზნებზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ ხალხის რაოდენობა გაზარდოს.
,,ყველას ესმოდა, რომ ეს ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ არ მოგვცა ევროკავშირმა სტატუსი და ამაზე გაბრაზებული გამოვიდნენ, მაგრამ ამისი იქით რა ნაბიჯის გადადგმაზე იყო ეს ხალხი მზად და რაზე იყვნენ წამსვლელები არავის ამაზე წარმოდგენა არ ქონდათ და ამის გამო ვერც ჩამოყალიბდნენ იმაზე, რა შეიძლება ამდენი ხანს გაეკეთებინა. მე ვაკეთებ ახლა ძალიან ჩვეულებრივად ამას. პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცეებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს ტელეგრამ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცეებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არის მზად. ამოცანა მაქვს, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, რომ დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ბევრ რაღაცეებზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს. მე ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს არ ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ რა ხალხი იყო. უნდა იცოდე რა ხალხია და რაზე მოდიან,’’ - განაცხადა ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |