ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას რუსულ იდილიაზე სოციალურ ქსელში წერს:
ელენე რუს ოლიგარქებთან „მებრძოლი“ ლენა ხოშტარია ერთ-ერთია ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც რომ იტყვიან, ჭიპლარით, მათ შორის ფინანსურით, მიბმულია რუსეთთან.
მან საზოგადოებას ჯერაც ვერ/არ წარუდგინა სარწმუნო ახსნა-განმარტება წლების მანძილზე რუსეთიდან მიღებული საკმაოდ დიდი თანხების შესახებ. დავუშვათ და არ გადაეხადა რუსეთს მისი ოჯახისთვის ის თანხები, რაც სულაც არ იქნებოდა გასაკვირი ცნობილი მოვლენების შემდეგ. თუმცა, „ისინდისეს“ და უხდიდნენ. თუ რა იდგა ამის უკან, ჯერ არ ვიცით. ისიც არ ვიცით, უკრაინაში ომის ფონზე გრძელდება თუ არა ხოშტარიასთვის ფინანსური ინექციები რუსეთიდან?
თუმცა, აქ ალბათ მთავარია, რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში რუსეთიდან თანხის მიმღები პირი, თუკი ის საქართველოს პატრიოტი, რუსეთთან მებრძოლი და ა.შ. იქნებოდა? ის გამოვიდოდა საჯაროდ საზოგადოების წინაშე, აუხსნიდა თანხის წარმომავლობას, შემდეგ კი მიღებულ თანხას ან აგვისტოს ომის მსხვერპლთ მოახმარდა, ან საქართველოს ჯარს ან სხვა საქველმოქმედო საქმეს და ესეც საჯარო იქნებოდა.
თუმცა ხოშტარია ასე არ მოიქცა. ის ოკუპანტი ქვეყნისგან მიღებულ თანხას მშვიდი სინდისით ხარჯავდა უძრავ/მოძრავი ქონების შესაძენად და სხვა საჭიროებებზე, შემდეგ კი „20%“ წარწერიანი გულსაკიდით ოკუპაციას „აპროტესტებდა.“
ეს ძალიან თვალსაჩინო მაგალითია იმისათვის, რომ ვისწავლოთ მყვირალა რადიკალური ანტი-რუსული ლოზუნგების და ქმედებების უკან სინამდვილის დანახვა, - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |