493
05 სექტემბერი 2022, 08:24
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში, მეორე დამატებით ტაიმში, თურქეთის ნაკრები, ანგარიშით 88:83 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულითა და 12 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო. მან ორმაგი დუბლი შეასრულა. 17 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ტად მაკფადენმა.
ამრიგად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 3 შეხვედრიდან 1 გამარჯვება და 2 მარცხი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 6 სექტემბერს, 21:00 საათზე ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |