461
04 სექტემბერი 2022, 20:26
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ობერვარტის ღია პირველობა მოიგო. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ეს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბექაურის პირველი ტურნირი იყო. ფინალში მან ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა. ამავე ტურნირზე, გამარჯვება მეორე ქართველმა - ვლადიმერ ახალკაცმაც (81 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში ფრანგ ნიკოლს ჩილარდს სძლია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |