„სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 26 აგვისტო 2022, 10:01

„სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“ წერს და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მეუღლემ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი დახია. ნიკა მელია „ფეისბუქზე“ ვიდეოსაც აქვეყნებს.

„სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს. სიმართლე კიდევ აი, ესაა. კადრებში ჩანს, როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა, რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში. ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს.

ძალიან კარგად ვიცი, რაც ამოძრავებს ამ ქალბატონს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ვულგარული თავდასხმა, ცილისწამება და შეურაცხყოფა. სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას. სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელის როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას.

დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს.

მსგავსი ქცევებით, უარესი კეთდება, პირველ რიგში პარტიისათვის.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა – ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს – ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ!

საქართველოს მომავალი არის კოალიციური და დროა, ვისწავლოთ, როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა“, – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი