დავით ქართველიშვილი: ხომ შეგიძლია "დაგუგლო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, დეპუტატებიც და მათ შორის მეც, ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 24 აგვისტო 2022, 14:54
,,რატომ გაურბიხართ სიმართლეს, რატომ საზრდოობ სიცრუითა და ცილისწამებით? ხომ შეგიძლია "დაგუგლო", "დასერჩო", "ჩაა-იანდექსო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, "ქართული ოცნების" დეპუტატებიც და მათ შორის მეც, თქვენ რომ მეძებთ 7 წელიწადია დედამიწის ზურგზე - ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!’’- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,პირველის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ხელისუფლებიდან არავის მოულოცია. როგორც ქართველიშვილი წერს, უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებმა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიულოცეს. ,,რა გინდა შვილო, რატომ ირთულებ შენს ისედაც მძიმე ხვედრსა და ფეიკ-შინაგან-ბუნებას, რატომ გგონია, ან ვინ მოგატყუა - რომ ჩვენ, დანარჩენებს, არასწორი, სხვანაირი ინტერნეტი გვაქვს, რომელიც თქვენი ინტერნეტისაგან განსხვავდება?! რატომ გაურბიხართ სიმართლეს, რატომ საზრდოობ სიცრუითა და ცილისწამებით? ხომ შეგიძლია "დაგუგლო", "დასერჩო", "ჩაა-იანდექსო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, "ქართული ოცნების" დეპუტატებიც და მათ შორის მეც, თქვენ რომ მეძებთ 7 წელიწადია დედამიწის ზურგზე - ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე! არ დაგცინით შვილო, არა! რამეთუ ავადმყოფები ხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ განკურნება. ან კიდევ უარესი - შეპყრობილები ხართ და კვეთებულის ლოცვები ნამდვილად მოგიხდებათ! სხვა რა კომენტარი გავუკეთო ამას, ნამდვილად არ ვიცი,’’- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი