337
24 აგვისტო 2022, 12:24
კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება თბილისის მერის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი - თავისუფლება. მინდა უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“ - წერს კალაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |