საზოგადოებას უჩნდება სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა - ელჩის ასეთი პოზიცია, ანუ აგრესიული ლიბერალიზმის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობისადმი და ყველაზე არაპოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი ლობისტური დამოკიდებულება, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისადმი მისი „სიყვარული“, სასამართლო სისტემაში უგვანო რეკომენდაციები მისი პირადი ინიციატივაა, თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა?- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.
მისი თქმით ამ გაორებულ დამოკიდებულებაზე პასუხები აუცილებლად მისაღებია.
„ამ ბოლო პერიოდში ხდება აშშ საელჩოსა და კონკრეტულად ელჩის ქ-ონი კელი დეგნანის მხილება საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა არაკორექტულ ქმედებებში (საკმაოდ რბილი ნათქვამია).
საზოგადოებას უჩნდება სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა - ელჩის ასეთი პოზიცია, ანუ აგრესიული ლიბერალიზმის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობისადმი და ყველაზე არაპოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი ლობისტური დამოკიდებულება, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისადმი მისი „სიყვარული“, სასამართლო სისტემაში უგვანო რეკომენდაციები მისი პირადი ინიციატივაა, თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა?
ძალიან საეჭვოა სახელმწიფო დეპარტამენტს მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, რადგანაც ის არის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მკაფიოდ დაფიქსირებული სრული მხარდაჭერის პოლიტიკით, რაც სრულად ეწინააღმდეგება ელჩის განცხადებებს და ქმედებებს.
თუნდაც 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შეფასების დროს სახელმწიფო დეპარტამენტი აფიქსირებს, რომ ეს იყო თავდასხმა ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ქალბატონი დეგნანი კი ამ მოვლენას ნაცების ტერმინს „გავრილოვის ღამეს“ უწოდებს.
მოკლედ რომ ვთქვა ამ გაორებულ დამოკიდებულებაზე პასუხები აუცილებლად მისაღებია. პასუხები არა რომელიმე „გავლენიანი არასამთავრობოს“, ან „კრიტიკული“ მედიის ვითომ ექსპერტის მხრიდან, არამედ ამ საკითხში კომპეტენტური პირის, ან შესაბამისი წარმომადგენლის მხრიდან“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |