დავით ქართველიშვილი: ამერიკელების წნეხის ქვეშ მყოფმა შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ, გადაწყვიტა სარეკეტო გზით გააკოტროს ივანიშვილის კანონიერი საფინანსო მდგომარეობა, რაშიც ხედავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 17 აგვისტო 2022, 13:34

საქართველოს სასამართლო სისტემის ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლაა, როგორც მინიმუმ აქაც უკრაინულ პრეცენდენტს ჩაეყაროს საფუძველი,- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საქართველო შევიდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე ორ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების მოგერიების ფაზაში.

„საინტერესო ეპოქაში გვიწევს შესვლა, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა ჰქვია, ამჯერად უკვე სტრატეგიული პარტნიორის გაუგებარი, აწ უკვე არაორაზროვანი ქმედებებისაგან. ორ ფრონტზე ბრძოლა საქართველოს მაინც მოუწია, ომის პარტიამ თავის მიზნებს - გარკვეულწილად, მაინც მიაღწია. პირველ ეტაპზე - მან რუსეთს გაუწია პარტნიორობა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში. ამჟამად აშშ-ს დახმარებით, მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის ოკუპირების მცდელობა, სწორედ იმ "კეთილი ზრახვებით, რომლებითაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზებია მოფენილი".
ამ "კეთილ ზრახვებში", ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ძირითადი მიმართულება:
1) თავისი უკრაინული ფილიალის და ადგილობრივი მავნებლების მეშვეობით, ქვეყნის რუსეთთან ფიზიკურ, სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისკენ აკვიატებული ზეწოლა, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები არც ემიჯნებიან მკაფიოდ და არც გმობენ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უპირობოდ მხარდაჭერის პოზიციებიდან
2) საქართველოს სასამართლო სისტემის ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა, მიზანმიმართული მცდელობა, როგორც მინიმუმ აქაც უკრაინულ პრეცენდენტს ჩაეყაროს საფუძველი, სადაც ამერიკელების ზეწოლით 2021 წლის ივნისში ქვეყნის რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სასამართლოს უზენაესი საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების ახალი წესის თაობაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ამ პროცესში მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტ-წარმომადგენლებს
3) ბიძინა ივანიშვილის მიმართ "გამოუცხადებელი ომი", თუნდაც შვეიცარიული, აქამდე "სანიმუშო" საბანკო სისტემის წლობით დაგროვებული საერთაშორისო ავტორიტეტის დამხობის გზით. ამერიკელების წნეხის ქვეშ მყოფმა სისტემამ, გადაწყვიტა სა-რეკეტო, სა-რეიდერო, ბანდიტურ/მაფიოზური გზით გააკოტროს ივანიშვილის კანონიერი საფინანსო მდგომარეობა - რაშიც ხედავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე - საქართველო რეალურად შევიდა პუტინის რუსეთისა და ბაიდენის ამერიკის მხრიდან, ქვეყნის გადარჩენის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე ორ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების მოგერიების ფაზაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ამ "ჩამოსხმის" ხელისუფლების პირობებში, საქართველოს, როგორც პატარა ბიბლიურ დავითს, აქვს ყველა შესაძლებლობა დაამარცხოს მასზე ფიზიკურად ძლიერი გოლიათები“- წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი