ლევან ნიკოლეიშვილი: სამწუხარო რეალობაა, როდესაც ხედავ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არათუ ჩარევას, არამედ ზეგავლენის მოპოვებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 17 აგვისტო 2022, 12:31

დასანანია, რომ ცალკეულ ამერიკელთა ინტერესები გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკების სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი მიდგომები აჩენს ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეტევის სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანასთან არა მეგობრული ურთიერთობის განვითარება, არამედ პატრონ-ყმური სტანდარტის დამკვიდრება მოჰყვეს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხარო რეალობაა, როდესაც ხედავ „სარეკომენდაციო წერილით“ ცდილობენ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არათუ ჩარევას, არამედ ზეგავლენის მოპოვებას. პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ასეთი ჩარევები არათუ აზიანებს ადგილობრივ სისტემას, არამედ საბოლოო ჯამში უკუშედეგებიც მოაქვს. ამას ემატება ურეიტინგო რადიკალებისა და მავნებელ არასამთავრობოების მონური მხარდაჭერა და აღტყინება ნებისმიერი უცხოური „ინიციატივების“ მიმართ. კიდევ უფრო დასანანია, რომ ცალკეულ ამერიკელთა ინტერესები გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკების სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზესახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენელი თავსაც ზეადამიანად მიიჩნევს, და სწორედ ამ კუთხიდან ცდილობს ცალკე ბატონ ივანიშვილზე ზეწოლას, რეალურად კი საკმაოდ სერიოზულად აზარალებს მანამდე ავტორიტეტულ შვეიცარიული ბანკების რეპუტაციას. სწორედ ასეთი მიდგომები აჩენს ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეტევის სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანასთან არა მეგობრული ურთიერთობის განვითარება, არამედ პატრონ-ყმური სტანდარტის დამკვიდრება მოჰყვეს. ჩვენ, ქართველები, 200 წელზე მეტია რუსეთის იმპერიას ვებრძვით, სწორედ იმის გამო, რომ სუვერენიტეტი წაგვართვა, მანამდე კი თავი ხან არაბებს, ხან მონღოლებს, ოსმალებსა თუ სპარსელებს შევაკალით. მართალია, დიდი მსხვერპლისა და ტერიტორიების ფასად, მაგრამ დამოუკიდებლობას ვერ ვთმობთ. გვიყვარს მეგობრები, ხელგაშლილი ვხვდებით სტუმარსა და მოყვარეს, მაგრამ ჩვენთან, უფროს ძმობას და მით უფრო უფროსობას ნურავინ ტყუილად ნუ შეეცდება!“- წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი