319
16 აგვისტო 2022, 14:37
„სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას სასამართლო ხელისუფლების შესახებ.
მისი თქმით დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას.
„წერილი წავიკითხე ოცნებიდან გასული დეპუტატების და ანუ რა გამოდის? საელჩო ითხოვს, რომ ნაცებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები? ჯერ უცხო ქვეყნის საელჩო რომ ერევა მოსამართლეთა დანიშვნებში, დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორღა გამოვდივართ? ქალბატონ კელის უნდა ვთხოვოთ, არა მხოლოდ მოსამართლეები, იქნებ სასჯელაღსრულებაც დავუბრუნოთ ბაჩო ახალაიასა და მეგიზ ქარდავებს? მოკლედ, სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება. დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას!!!“- წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |