საქართველოში როგორც თავშესაფრის მაძიებელთა, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 16 აგვისტო 2022, 11:00

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში როგორც თავშესაფრის მაძიებელთა, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამ თვეში (აპრილი, მაისი, ივნისი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 441 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 242 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 34 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე; ირანის - 48, თურქეთის - 44; ეგვიპტის - 11.

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, 2022 წლის მეორე კვარტალში ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 201-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან ყველაზე მეტი 185 პირი უკრაინის მოქალაქეა; ავღანეთის - 7; იემენის - 3; სირიის - 3. ამ პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი რუსეთის არცერთ მოქალაქეს მიუღია.

აღნიშნულ სამ თვეში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის სულ 8 მოქალაქეს, მათ შორისაა ავღანეთის - 4; ეგვიპტის - 1; სირიის 1 და დაუდგენელი მოქალაქეობის 2 პირი.

სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის სულ 238 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის - 13; ირანის - 97; იორდანიის - 38; ერაყის - 20 და თურქეთის - 19 მოქალაქეს.

სამ თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის სულ 53 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის - აზერბაიჯანის - 9; რუსეთის - 2; ირანის - 9 და თურქეთის 5 მოქალაქეა.

რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემებს, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (იანვარი - მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე იყო რეგისტრირებული, საიდანაც ყველაზე მეტი - 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 - რუსეთის მოქალაქეა. თავშესაფრის მაძიებელთაგან წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა პირმა მიიღო, მათგან უკრაინის 13-მა და რუსეთის არცერთმა მოქალაქემ, ასევე ავღანეთის 21-მა და იემენის 7-მა მოქალაქემ.

ლტოლვილის სტატუსი მოცემულ პერიოდში არც უკრაინის და არც რუსეთის მოქალაქეებს არ მინიჭებიათ. ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეები.

ცნობისთვის, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება
ევროკავშირის ელჩი საქართველის მოქალაქეებს - ნუ დაკარგავთ იმედს!
პაველ ჰერჩინსკი - წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებსა და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს, ევროკავშირის ლიდერების დონეზე
მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშზე: საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან
ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი