მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა განპირობებულია არა ობიექტური რეალობით, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 15 აგვისტო 2022, 16:11

ნათელია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა განპირობებულია არა ობიექტური რეალობით, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორებით, რაც პირდაპირ აზარალებს მხარეთა სამართლიანი სასამართლობას უფლებას და ფაქტობრივად უტოლდება მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია სრულად 28 მოსამართლით და მოსამართლეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის. 

„ამ ყველაფერის მიუხედავად, კიდევ უფრო ცინიკურია ჩვენს არაერთ წერილზე თუ საჩივარზე, იუსტიციის საბჭოს და მისი ინპექტორის რეაგირების არქონა და ელემენტარულად პასუხის არგაცემა. ასეთი სისტემური დარღვევების პირობებში (რაც ბაქაქურს გააჩნია), თუ არ ხდება ელემენტარული რეაგირება, მაშინ უკვე მოსამართლეების თავგასულობას ზღვარი არ ექნება და საბოლოოდ გადაიქცევა მათი თვითნებობის და მხარეებისადმი აგდებულად დამოკიდებულების ასპარეზად სასამართლო სისტემა, რაშიც ხელშემწყობი ცხადია დისციპლინური ინპექტორი და იუსტიციის საბჭო იქნებიან.

ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით ინფორმაციას ამ მიმართულებით, არ დაგვისრულებია გარკვეული გარემოებების შესწავლა და მოგვიანებით ვაპირებდით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა ჩვენი აღშფოთება და დროზე ადრე რეაქცია გამოწვია ტელესივრცეში გასულმა სიუჟეტმა, სადაც ნინო ბაქაქური წარმოჩენილია, როგორც სანიმუშო და მაღაკვალიფიციური მოსამართლე. ის მოსამართლე, რომელიც საქმეების განხილვის და შემდეგ მათზე გადაწყვეტილებების დაწერის ვადების კატასტროფული დარღვევებით პრაქტიკულად მართლმსაჯულების ინტერესს უკარგავს მხარეებს, ვერანაირად ვერ შეფასდება დადებითად და სხვა ქვეყნებში ადექვატური შეფასებაც მალევე ექნებოდა მის ამ ქმედებას მიცემული, თუმცა ჩვენთან პასუხის გაცემასაც კი არ კადრულობენ წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები მის ამ დარღვევებზე. ამ საკითხებზე მოგვიანებით კვლავ ვგეგმავთ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მას შემდეგ რაც საბოლოოდ შესაბამის მასალას დავამუშავებთ.
დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია. ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ და თვალი გადაავლოთ ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას, რამდენი მხარეა კიდევ გამწარებული ჩვენსავით ამ მოსამართლის საქმისადმი უდიერი და აგდებული დამოკიდებულებით. მათი ნაწილი ჯერ წლობით ელოდება მათი საქმის ჩანიშვნას და განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი კი საქმეზე გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ, ასევე წლობით ელოდება მათ დაწერას და გაგზავნას. თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ბატონი ზურაბ ძლიერიშვილის მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებისადმი სანიმუშო მიდგომით, პუნქტუალობით და კორექტულობით გამოირჩევიან“ - ნათქვამია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი