ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა - ერთმა, რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა მხარი აუბეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
431 14 აგვისტო 2022, 13:07
ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს ამბავი აქვთ ატეხილი - აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


„დღეს დილიდან ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს აქვთ ატეხილი ამბავი - აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. ილვესი დავალებას ასრულებს - ეს გასაგებია. სამწუხარო ის არის, რომ ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი ამ რეზიდენტულ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა - ერთმა რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა აუბეს მხარი. ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში სააკაშვილის ტელევიზიებს ცხადია პარტნიორებიც სჭირდება და არ დაახანა. ფოტოებზე ხედავთ 1% იან ლელოს, 1% იან სტრატეგიას და სამწუხაროდ, ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენს არ ვიცი. მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი სახე და მიზნები - ასე რომ, წერეთ და იკითხეთ...“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი