344
30 ივლისი 2022, 14:26
“ტექნიკური მახასიათებლები არაფერში გადარდებთ, მთავარია უბედურება პოლიტიკური ქულების საწერად გამოიყენოთ და ამით დაიკმაყოფილოთ წყურვილი”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.
მისი თქმით რა შუაშია ვერტმფრენის წარმომავლობა და ტექნიკური მახასიათებლები, როდესაც სპეციალისტებმა ისაუბრეს ვერტმფრენის გამართულობაზე და თუნდაც იმ "პუმასათან" შედარებით, განსაკუთრებულ უპირატესობაზე?!
“რამხელა ტრაგედია მოხდა, სიტყვებითაც ვერ გამოხატავ, სამძიმრის თქმაც რომ გიჭირს და გირჩევნია საერთოდ დადუმდე, გაჩუმდე, გაითავისო ეს უბედურება...
თუმცა არანაკლებ დიდ უბედურებას აღმოაჩენ იმ ადამიანების სახით, ვინც ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს და საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს მომხდარი ტრაგედიით...
ვინა ხართ, რა ჯიშის და მოდგმის გამოდექით?! ასე უბედურებებით როგორ იკვებებით და ცხოვრობთ?! ან რა გიღირთ ეგ დამპალი საქმე რასაც ემსახურებით?!...
რა შუაშია ვერტმფრენის წარმომავლობა და ტექნიკური მახასიათებლები, როდესაც სპეციალისტებმა ისაუბრეს ვერტმფრენის გამართულობაზე და თუნდაც იმ თქვენ "პუმასათან" შედარებით, განსაკუთრებულ უპირატესობაზე?! ისე თავის დროზე იმ თქვენმა "უსამშობლო" ბელადმა რომ შეიძინა ეგ "პუმა" საკუთარი კომფორტისთვის ეგეც კარგად იცით და მისი სამაშველო ოპერაციებში გამოუსადეგარობაც...
თუმცა
ტექნიკური მახასიათებლები თქვენ არაფერში გადარდებთ, მთავარია უბედურება პოლიტიკური ქულების საწერად გამოიყენოთ და ამით დაიკმაყოფილოთ წყურვილი...
"უსამშობლო ნაძირლების" ბრბო....”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |