ივანე მაჭავარიანის მოხსენება პარლამენტში გრძელდება - მინისტრმა პარლამენტში დღგ-ის თაღლითურ სქემებსა და ამის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
883 20 თებერვალი 2020, 14:13

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების მიერ გამოვლინდა ათობით კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ დღგ-ის თაღლითურ სქემებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში“ გამოსვლისას.

მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გამოვლენილ დღგ-ის თაღლითობებსა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებებზე ისაუბრა.

„შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების მიერ გამოვლინდა ათობით კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ დღგ-ის თაღლითურ სქემებში. ესენი იყვნენ ყალბი აქტივების შემქმნელი კომპანიები, ყალბი აქტივების გამნაშთავი კომპანიები და კომპანიები, რომლებიც ახდენდნენ ყალბი აქტივებით განბაჟებული საქონლის საცალო რეალიზაციას, ყველა გამოვლენილ ფაქტზე დროის უმოკლეს პერიოდში განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. ორი თვის განმავლობაში ჩატარდა 150-ზე მეტი საგადასახადო შემოწმება, სქემაში მონაწილე ყველა კომპანიას განესაზღრა რეალური საგადასახადო ვალდებულებები, პარალელურად სქემაში მონაწილე ფიზიკური პირების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარმოებაშია  სისხლის სამართლის 34 საქმე, პასუხისგებაში მიეცა სულ 128 პირი, რომელთაგანაც დღეისთვის პატიმრობაშია 55 პირი, ძებნილია 11.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მსგავსი სახის დანაშაულის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის დეკლარაციების მიმდინარე კონტროლის ახალი სისტემაზე.

„ეს გულისხმობს, რომ დღგ-ის ყველა დეკლარაცია მისი წარმოდგენისთანავე სისტემატიზებული სახით გადის სპეციალური  კონტროლის სისტემას, რაც არსებითად ამცირებს არაკანონიერი საგადასახადო აქტივების წარმოქმნის შესაძლებლობას, თითოეული დეკლარაციით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი გადის ვალიდაციას, 90 პროცენტი მოწმდება ახალი სისტემის მიერ და 10 პროცენტი თემატური საგადასახადო შემოწმების ობიექტი ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება მისი გამოყენების შესაძლებლობა. შემოღებულია დეკლარაციით დღგ-ის აქტივის წარმოქმნაზე დამატებითი კონტროლის მექანიზმები, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა გრაფა,  რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ დამატებითი კონტროლის მექანიზმი მოიცავს როგორც შინაარსობრივ, ისე თანხობრივ კრიტერიუმებს.

„არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები, გამოვლენილი არაკანონიერი ქმედებების გათვალისწინებით გაანალიზდა როგორც საბაჟო ისე საგადასახადო რისკების კრიტერიუმები. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები იმისთვის, რომ უფრო მაქსიმალურად მოხდეს მსგავსი ქმედებების პრევენცია. უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებთ განახლებული რისკების კრიტერიუმებზე, ვინაიდან მკაცრად კონფიდენციალური საკითხია“, – განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი