გია აბაშიძე: ვერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 28 ივლისი 2022, 16:09
„დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

 „ვერავინ დამაჯერებს, რომ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში. დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა: 21 ივლისი - შეხვედრიდან გავიდა 4 თვე. თქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვდა ივანიშვილს. 4 თვე "საკმაოდ დიდი ხანია"?.. 28 ივლისი - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის რეზონანსული წერილის გამოქვეყნებიდან 24+ საათში. აქაც საუბრობს ბოლო შეხვედრიდან გასულ "საკმაოდ დიდ დროზე"... პოლიტიკური და საჯარო სივრციდან გასული ბიძინა ივანიშვილი არ დაწერდა გუშინდელ გულწრფელ წერილს, რომ არა მის მიერ დასახელებული თემების გამო მოთმინების ფიალის ავსება“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი