დავით ქართველიშვილი აშშ-ს ელჩს: თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუობს ქალბატონი ელჩი, რატომ უნდა დავიჯეროთ მისი დანარჩენი სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 28 ივლისი 2022, 15:25
"დავუბრუნდეთ ქალბატონ კელი დეგნანის ვრცელ ინტერვიუს, მიცემულს ჟურნალისტისთვის, რომლის პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე - მე დიდი ეჭვი შემაქვს,’’ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი კელი დეგნანის ინტერვიუს შესახებ.

როგორც ქართველიშვილი წერს, ელჩის პასუხები აცდენილია საერთაშორისო უმაღლეს საინდიკაციო შეფასებებს, რომლებიც, მაგალითად შეეხება  კორუფციას ან მართლმსაჯულების სისტემას.


,,დავუბრუნდეთ ქალბატონ კელი დეგნანის ვრცელ ინტერვიუს, მიცემულს ჟურნალისტისთვის, რომლის პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე - მე დიდი ეჭვი შემაქვს:
 საქართველოს მოსახლეობა გადაღლილია პოლარიზებით 
 ხელისუფლება ოპონენტებზე თავდასხმის მაგივრად, დაკავებული უნდა იყოს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის შემცირებით, გაზრდილი ფასებითა და განათლების პრობლემებით
 პოლარიზებულმა მხარეებმა, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, დისკუსიებისა და კომპრომისების გზით უნდა მიაღწიონ ერთობას
 ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამჭვირვალე მექანიზმების ჩამოყალიბება
 ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმის გზით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც აღასრულებს კანონს პოლიტიკური ჩარევის გარეშე
 21 მარტის შეხვედრა, როგორც 
ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად
 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას
 აშშ არ იყენებს თავის პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაუკისრებია სანქცია
 აშშ-ს საელჩო არ ერევა საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ აქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც
 აშშ-ს საელჩო მუშაობს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე
 აშშ-ს პარტნიორობა თავისი არსით არის პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებთან და ის ყოველთვის იყო ორმხრივი პარტნიორობა ხალხთან
 რა უთანხმოებაც არ უნდა არსებობდეს უკრაინელ და ქართველ პოლიტიკოსებს შორის, ის უნდა მოგვარდეს მედიის გარეთ, თანაგრძნობისა და იმ კრიზისის გააზრებით, რაც დღეს უკრაინაშია
 აშშ-ს ქართველი პარტნიორები ამერიკელებთან ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის
ეს არის მოკლე ამონარიდი ვრცელი ინტერვიუდან, რომელმაც გარკვეულ შეკითხვებს თითქოს გასცა პასუხი, მაგრამ ამავდროულად დაბადა ახალი:
 რამ განაპირობა ამ ფართო პოლიტიკური სპექტრის მქონე "პალიტრის" სასწრაფო განხილვა ადამიანთან, რომელმაც ღიად განაცხადა: "მე პოლიტიკიდან წავედი" - და ამის შესახებ მშვენივრად იყო ინფორმირებული ქალბატონი ელჩი
 რამ განაპირობა ამ "უწყინარი" შეხვედრის ფაქტის შესახებ ორაზროვანი თავდაპირველი რეაგირება თუ დუმილი
 რატომ არის ქალბატონი ელჩის ზოგიერთი გაუგებარი პასუხი, აცდენილი იმ საერთაშორისო უმაღლეს საინდიკაციო შეფასებებს, რომლებიც ეხება იგივე კორუფციას ან მართლმსაჯულების სისტემას
 რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე - ცრუობს და ცილს სწამს აშშ-ს საელჩოს
 თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუობს ქალბატონი ელჩი, რატომ უნდა დავიჯეროთ მისი დანარჩენი სიმართლე.’’ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი