294
28 ივლისი 2022, 12:55
„ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან შეხვედრაზე განხილულიყო - თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ.
მისივე თქმით როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.
„ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. " ...ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან..." , იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია.
ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო - თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა. როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებების და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |