ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შევამცირეთ-ივანე მაჭავარიანს პარლამენტში უსმენენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
940 20 თებერვალი 2020, 12:58

ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შევამცირეთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ  დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4 პროცენტის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შეგვემცირებინა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი