726
27 ივლისი 2022, 13:29
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოთშტაინი გადადგა და უკვე ახალი დირექტორი დაინიშნა. ულრიხ კიორნერი თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან დაიწყებს.
ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკმა გამოაცხადა, რომ ატარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ მიმოხილვას, მათ შორის, საუბარია ისეთი ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება - კლიენტებისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |