295
27 ივლისი 2022, 13:21
„თვალთმაქცობა მხილებულია - კელი დეგნანმა საჯაროდ იცრუა, ბიძინა ივანიშვილმა კი დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს 21 მარტს შეხვდა“- ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.
მისი თქმით ყურადსაღებია ის, რომ ამერიკელი დიპლომატი ივანიშვილს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში შეხვდა.
„თვალთმაქცობა მხილებულია - კელი დეგნანმა საჯაროდ იცრუა, ბიძინა ივანიშვილმა კი დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს 21 მარტს შეხვდა. ყურადსაღებია ის, რომ ამერიკელი დიპლომატი ივანიშვილს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში შეხვდა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს: "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს"
დღეს გამოქვეყნებულ წერილში, ბიძინა ივანიშვილი წერს იმასაც, რაც მის ღირსეულ ბუნებას ახასიათებს: "გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს"- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |